მთავრობის ადმინისტრაციასთან რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ლიდერის, მწერალ ალექსანდრე პაიკიძის განცხადებით, დღეს, რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება. როგორც მან აღნიშნა, საპროტესტო აქციები ერთდღიანი არ იქნება, არამედ მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საკითხი არ მოგვარდება.

„18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან რიონის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება. ეს არ გახლავთ ერთი რომელიმე ორგანიზაციის აქცია, აბსოლუტურად სახალხო იქნება იმ ხალხის მხარდაჭერა, რომელთა უფლებები უკვე რამდენიმე თვეა იზღუდება. ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რიონის ხეობის მცველები და სახელმწიფო არ დაუბრუნდება იმ პირობებს და მოთხოვნებს, რომელიც ხეობის მცველებმა დააყენეს, საუბარია დიალოგზე. შესაბამისად, ეს ერთდღიანი პროცესი არ იქნება“, - განაცხადა პაიკიძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამეც გაათიონ და პროტესტი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ რიონისპირა სოფლების მცხოვრებლებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. ისინი „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ამ დრომდე აპროტესტებენ.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა