სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი აიღეს

სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი სამართალდამცავებმა აიღეს. კედლის აღება დღეს, გამთენიისას მოხდა. ამ ეტაპზე ადგილზე მხოლოდ რკინის მცირე ჯებირები რჩება. კედელი გუმათში რამდენიმე დღის წინ აქციების პარალელურად მოეწყო.

აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე 170 დღეზე მეტია ღამეს კარვებში ათენებენ და „ნამოხვანჰესის“ კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ მიერ დასახელებული სამი პირობიდან ერთი - რკინის კედლის აღება უკვე შესრულდა.

პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანას და სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც ჰესის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თავისუფლად გადააადგილებას.

როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები განმარტავენ, აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში მზად არიან, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

იხილეთ ვიდეო:სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი აიღეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა