მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა

მეტეხის გვირაბში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მასშტაბური გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა. „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის მიერ სანიაღვრე ჭები გაიწმინდა და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით, ქსელი გაირეცხა. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა