ლევან დავითაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გამწვანების აქცია საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით გაიმართა. აქციის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და აქციის სხვა მონაწილეებმა ტაძრის ეზოში აბელიას და კოწახურის ნერგები დარგეს.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა ისტორიული ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

,,პროექტის ფარგლებში, ტაძრის ეზოში, ჯამურად, 30 სახეობის 700 ძირი დეკორატიული მცენარე დაირგვება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების პროექტის შემუშავებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო