შსს-ს გამომძიებლებისთვის სექსუალური ძალადობის გამოძიების შესახებ ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, სექსუალური

ძალადობის გამოძიების შესახებ ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგის განმავლობაში მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიების საკითხებზე, დაზარალებულის გამოკითხვის, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების შეგროვების და დამუშავების პროცესზე, ასევე, გამოძიების დროს სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის თაობაზე და ა.შ.

,,სასწავლო კურსის დახურვას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაესწრნენ და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. აშშ-ის ელჩმა სექსუალური ძალადობის გამოძიების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა. შს მინისტრის მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:შსს-ს გამომძიებლებისთვის სექსუალური ძალადობის გამოძიების შესახებ ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა