მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდებიან

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით ის, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან,სადაც ევროპარლამენტარებს შეხვდებიან.

მისივე თქმით, შეხვედრებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და კრიზისის გადაჭრის გზებზე.

„ჩვენი მოლაპარაკების მიზანი და საგანი შემდეგ კვირას ბრიუსელში იქნება ის, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილოთ კრიზისიდან გამოსვლის გზები. ავუხსნათ, რატომ არ ვაწერთ ხელს იმ ფორმულირებას, რომელიც ახლაა მისაღები „ქართული ოცნებისთვის“, რატომ გვსურს რიგგარეშე არჩევნების რეალურ მექანიზმზე შეთანხმება. რატომ გვსურს, რომ დასრულდეს პოლიტპატიმრების თემა. ეჭვი არ მეპარება, რომ იქნება სრული ჰარმონია ამ თემებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ და ჩვენს მეგობრებს ერთნაირი საქართველოს ნახვა გვინდა. ჩვენ გვინდა ზუსტად ისეთი საქართველო, როგორიც ჩვენს ნამდვილ მეგობრებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ლიდერების ოფიციალური ვიზიტი ბრუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს ემთხვევა.

"ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენს პარტნიორებთან. მე, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია შემდეგ კვირას, მოწვევით მივდივართ ბრიუსელში, სადაც შეხვედრა გვექნება ევროპარლამენტარებთან. ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ამ შეხვედრების დროს ჩვენ გვექნება საშუალება კვლავ ვიმსჯელოთ შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე და ვიმსჯელებთ გამოსავლის გზებზე. ჩვენი პარტნიორები სრულად არიან ინფორმირებულნი ოპოზიციის მიდგომებზე, ოპოზიციის განზრახვაზე, რომ ჩვენი ამოცანაა შედეგს პოლიტიკური შეთანხმება. ასევე, ჩვენი ამოცანაა დარჩენილ ორ საკითხზეც მივაღწიოთ ისეთ ფორმულირებას, რომელიც არ იქნება ყალბი. იქნება რეალური და სამართლიანი ფორმულირება, ვგულისხმობ რიგგარეშე არჩევნებს და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გარეთ. ეს არ არის სავაჭრო თემები. აქ ვაჭრობა გამორიცხულია. ყველა ამ საკითხზე ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან დეტალური საუბარი გვექნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, თუ რაიმე არ არის მკაფიოდ, მკაცრად გაწერილი "ოცნება" ყოველთვის შეეცდება თავი აარიდოს ვალდებულებების შესრულებას, ამიტომ პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით უნდა იყოს ძალიან მკაფიო მექანიზმი გაწერილი, რომელიც არ დაუტოვებს მანევრის საშუალებას.

„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს 40%-იანი ზღვარის დაწესება არ არის სამართლიანი შეთავაზება. ეს სრულიად არათანაბარ პოზიციებში აყენებს ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“.

ჩვენი ამოცანა არ არის ყალბი მექანიზმის ირგვლივ შეთანხმება, ჩვენ გვინდა ისეთი მექანიზმის ირგვლივ შეთანხმება, რომელიც იქნება სამართლიანი და ამაზე გვექნება დეტალური საუბარი ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ბრუსელში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო:მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა