პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სტუდენტების სტატიების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ურთიერთთანამშრომლობით სტუდენტურ მოხსენებათა კრებულის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური პრობლემები და გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და სეუ-ს ვიცე-რექტორმა ანა ფირცხალაშვილმა გახსნეს.

გამომსვლელებმა სტუდენტებს პროექტში წარმატებული მონაწილეობა მიულოცეს და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებით ახალგაზრდების დაინტერესების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე ამ სახის სახელმძღვანელოების მნიშვნელობას.

კრებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ესეების კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მიერ მომზადებულ 12 ნაშრომს აერთიანებს. ნაშრომები მომზადებულია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: დისტანციური სწავლების დროს სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცვა, დისტანციური სწავლების დროს სკოლის მოსწავლეების პერსონალური მონაცემების დაცვა, COVID-19 პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის შესახებ პერსონალურ მონაცემების დაცვა, COVID-19 პანდემიის პირობებში ონლაინ მომსახურებისას პერსონალური მონაცემების დაცვა, COVID-19 პანდემიის გავლენა მონაცემთა უსაფრთხოებაზე და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაზიარების საფრთხეები.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებს პროექტის ფარგლებში დამუშავებული თემების მნიშვნელობასა და ახალგაზრდების როლზე სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი და სეუ-ს ვიცე-რექტორი ანა ფირცხალაშვილი ესაუბრნენ.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში სახელმწიფო ინსპექტორმა და სეუ-ს ვიცე-რექტორმა სტუდენტური ესეების კონკურსის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პროექტების განხორციელებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს