„ევროპელი სოციალისტები“ მზადყოფნას გამოთქვამენ დანიელსონის მიერ მომზადებულ დოკუმენტს შეუერთდნენ

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტსაბჭო მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს და გამოთქვამს მზადყოფნას შეუერთდეს აღნიშნულ დოკუმენტს. ამის შსახებ „ინტერპრესნიუსს“„ევროპელი სოციალისტებიდან“ აცნობეს.

„მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისკენ, რაც ასევე სრულად რეკომენდირებული და მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“ ,– ნათქვამია განცხადებაში.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ აღნიშნული გადაწყვეტილება და ხელმოწერილ დოკუმენტში შემავალი მუხლების „ოცნების“ მიერ შესრულების პასუხისმგებლობა, „საფუძველს უყრის სრულიად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციულ ურთიერთობას კიდევ უფრო რეალურს გახდის“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა