საფრანგეთის კურორტ „გრანდ მასივსა“ და „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და საფრანგეთის კურორტ „გრანდ მასივს“ შორის (კომპანი დეზ ალპის მართვაში არსებული კურორტი) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს. „გრანდ მასივის“ სათხილამურო არეალი საფრანგეთის 5 საუკეთესო კურორტს შორის შედის, 265 კმ სიგრძის სასრიალო გზებით და 5 კურორტით.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება ფრანგულ კომპანია „დეზ ალპთან“, რომელიც არის მსოფლიოში ლიდერი საკონსულტაციო კომპანია ტურიზმის, მათ შორის, მთის კურორტების მართვისა და ოპერირების კუთხით.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს მთის კურორტების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ფრანგული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სამთო-სათხილამურო კურორტების ოპერირების ყველა სფეროში (გაყიდვები, მარკეტინგი, სასრიალო გზების მომზადება, ტკეპნა და გათოვლიანება, საბაგირო გზები, სამაშველო, ფრირაიდის რისკების მენეჯმენტი, ზამთრის სპორტის ღონისძიებები, ოთხსეზონური მთის კურორტები).

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება 15 მისია საფრანგეთსა და საქართველოში (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი, თბილისი). თანამშრომლობის ვადა კი 4 წელია.

მემორანდუმს ხელი მოაწერა „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ და „გრანდ მასივის“ დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს