ანა ბუჩუკური - დაპირისპირება და დაუსრულებელი დესტრუქცია დამაზიანებელი ფაქტორია და მნიშვნელოვნად ვნებს ქართული დემოკრატიის მშენებლობას

პოლიტიკური განაცხადის გაკეთებისთანავე ჩვენმა გუნდმა არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველოს მოსახლეობა დგას, დაპირისპირება და დაუსრულებელი დესტრუქცია დამაზიანებელი ფაქტორია და მნიშვნელოვნად ვნებს ქართული დემოკრატიის მშენებლობასა და ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ უმრავლესობიდან წასული დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომამ გააჩინა სივრცე ქართულ პოლიტიკაში კონსტრუქციული ნაბიჯების დანერგვისა და შეთანხმების გზით სიარულის მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე პროცესებმა.

„ის განცხადებები, რომელიც პერიოდულად ჟღერდება სხვადასხვა დასავლელი პარტნიორის მხრიდან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრულ თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგთან. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს კომპრომისის ძიების და კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანისკენ სწრაფვას.

იმედი მაქვს, ეს პირველი ნაბიჯი არ იქნება მხოლოდ საჩვენებლად გაკეთებული და გამოიხატება სხვა, უფრო მნიშვნელოვან კონკრეტულ ქმედებებში!“ - წერს ანა ბუჩუკური.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა