კობა ნაყოფია - ვიდრე ნიკა მელია თავისუფალი არ იქნება, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შეუძლებელია

ნიკა მელია უკანონოდ არის დაკავებული, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულიად აბსურდია და ვიდრე ის თავისუფალი არ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი შეთანხმება არ იქნება. ეს არის ჩვენი პარტიის მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ

კობა ნაყოფიას თქმით, ნიკა მელია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით ძალიან მარტივი და მკაფიოა. კარგად იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის ხელისუფლებამ უკვე მეორედ დააპატიმრა ნიკა მელია. როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე არის დაპატიმრებული, ჩვენ ვთვლით, რომ შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“ შეუძლებელია, სანამ ნიკა მელია თავისუფალი არ იქნება. ნიკა მელია არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. როდესაც ნიკა მელია თავისუფალი იქნება, რა თქმა უნდა, ის მოლაპარაკების პროცესებში ჩაერთვება, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისა და პოლიტიკურად დევნის შეწყვეტა ამ ქვეყანაში. ეს არის მარტივი და მკაფიო პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“. ხელისუფლება ძალიან სერიოზული ზეწოლისა და წნეხის ქვეშ იმყოფება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ეს წნეხი კიდევ გაგრძელდება. ნიკა მელიას გარეშე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ქართულ ოცნებასთან“ რამე შეთანხმების მიღწევა პრაქტიკულად არის შეუძლებელი. ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი და იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ის განსაზღვრავს დანარჩენ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ეხება რიგგარეშე არჩევნებს, გიირგი რურუას გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხებს“, - აცხადებს ნაყოფია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა