დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ აქცია გამართეს

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

პროფესიული კავშირის წევრები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. აქტივისტებმა ადგილზე ბანერი სახელწოდებით ,”არა ძალადობას” მიიტანეს. მათ ხელში პოსტერები სახელწოდებით - ,,თეატრში ძალადობის ადგილი არ არის”, „გაუქმებული სპექტაკლი არ უდრის ცვლილებებს”, “დისკრიმინაცია დანაშაულია” და ა.შ. ეჭირათ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა როგორც კულტურის სამინისტროს, ასევე რუსთაველის თეატრის მენეჯმენტის მხრიდან ძალადობის, ძალადობის წახალისებისა და სხვა მრავალი დარღვევის ფაქტებზე ადეკვატური პასუხის გაცემაა.

აქციის მსვლელობისას აქციის მონაწილეებსა და მსახიობებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

"ადამიანებმა, რომლებიც იღებენ ჩვენგან ხელფასს და არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მათ შორის რობერტ სტურუა და ელისო ბოლქვაძე, არ უნდა გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომელიც წაახალისებს ძალადობას და ხელს შეუშლის ქალებს საკუთარი პრობლემების გამოთქმაში. ან გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, ან უბრალონ დატოვონ თანამდებობა. მოვუწოდებთ კულტურის სამინისტროს, რომ მინიმუმ პასუხი გასცეს იმ ადამიანებს, რომლებიც უპირისპირდებიან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ მიზანმიმართულად ჯგუფი მოვიდა აქ, რომ დაეცვათ რობერტ სტურუა, მათი ხელმძღვანელი, გამოდის, რომ ამით ერთგულება დაუმტკიცეს. არასწორი ინტერპრეტაციით მოვიდნენ, თითქოს აქ ვიღაც კონკრეტულად რობერტ სტურუას ძალადობას აბრალებდა, რასაც მას ვაბრალებთ ეს არის უკანონო დათხოვნები, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება”, - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა გიგა ბექაურმა.

იხილეთ ვიდეო:რუსთაველის თეატრთან ნინუცა მაყაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა