აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება

გლობალური პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებისა და გამოწვევებიდან გამომდინარე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, შეინ როზენტალს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, მასშტაბური ღონისძიება, რომლის მასპინძელი ქვეყანა 2021 წელს საქართველო იყო, მომავალში, პანდემიის დასრულების შემდეგ გაიმართება.

მხარეებმა აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ADB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ბანკსა და საქართველოს შორის კვლავ დინამიურად განვითარდება.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს ქვეყანას როგორც ეკონომიკის განვითარების, ისე covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკმა covid-19-ის პანდემიის საპასუხოდ, გამოყო 20 მილიარდი აშშ დოლარი, რამაც ბანკის წევრ ქვეყნებს საშუალება მისცა ფინანსური რესურსი გამოეყენებინათ, როგორც ჯანდაცვის ისე სოციალური მხარდაჭერისა და კერძო სექტორის სტიმულირებისათვის.

როგორც მან აღნიშნა, რომ არა გლობალური პანდემია და მსოფლიოში არსებული გამოწვევები, ADB-ის 54-ე წლიური შეხვედრის თბილისში გამართვა მნიშვნელოვანი იქნებოდა, როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში, პოსტპანდემიურ პერიოდში, თბილისი შეძლებს ღირსეულად და მასშტაბურად უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყველა მიმართულების მხარდაჭერას.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს