ჭიათურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ჭიათურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, პროექტის ფარგლებში, ნასიძისა და ბზვანელის ქუჩების ნაწილის რეაბილიტაციაც ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი 400 გრძივ მეტრზე მოეწყო და ჯამში, 3 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ამ ქუჩებზე რთული მდგომარეობა იყო - არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ახლა კი, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებს კომპანია „L&L“ ასრულებს. პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 265 000 ლარით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო