კახა ქემოკლიძე - იმედი გვაქვს, რომ ის ნაბიჯი, რაც „ოცნებამ“ ცალმხრივად გადადგა, მიზნად ისახავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და არა შეთანხმების მიუღწევლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი, რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს. ეს სახალისო, თუმცა ამავდროულად ნამდვილად მისასალმებელია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა ქემოკლიძე „ფეიბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე „ქართული ოცნების“ ხელმოწერას ეხმაურება.

კახა ქემოკლიძის თქმით, შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო კონსენსუსს.

„ჩვენ მივესალმებით ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკურ აგრესიას, დაპირისპირებას დაასრულებს, მეორე მხრივ კი, საზოგადოების კონსოლიდირებას შეუწყობს ხელს.

მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს. ეს სახალისო, თუმცა ამავდროულად ნამდვილად მისასალმებელია.

ნიშანდობლივია, რომ აქამდე ჩვენ ვხედავდით მხოლოდ საუბარს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მის ნაცვლად კონკრეტული ქმედებები დავინახოთ ყველა მხრიდან.

ნათელია, რომ შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო კონსენსუსს. პოლიტიკურ პროცესში, დაპირისპირება დასრულებადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეები შინაარსობრივად იაზრებენ საყოველთაო კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობას და ამისთვის იქცევიან თანმიმდევრულად.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ნაბიჯი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გადადგა გააზრებულია და მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას და არა შეთანხმების მიუღწევლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას“, - წერს ქემოკლიძე.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამრთლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

იხილეთ ვიდეო:კახა ქემოკლიძე - იმედი გვაქვს, რომ ის ნაბიჯი, რაც „ოცნებამ“ ცალმხრივად გადადგა, მიზნად ისახავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა