კახა ქემოკლიძე - რურუას და მელიას საქმეები გადაიქცა არსებული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად, რაც ცალსახად დიდი პრობლემაა იმისთვის, რომ რადიკალიზმი და პოლარიზაცია აღმოიფხვრას

გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეები გადაიქცა საქართველოში არსებული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად, რაც ცალსახად დიდი პრობლემაა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა კახა ქემოკლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ხუთპუნქტიან შეთანხმებაში ე.წ. პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას, ქემოკლიძე აცხადებს, რომ ხედავს იმას, რაც „რეალურად ამ შეთანხმებაში წერია“.

,,ჩვენი გუნდის წევრებმა პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების თემაზე ძალიან მკაფიოდ ისაუბრეს. ჩვენ არ ვთვლით, რომ გიორგი რურუა და ნიკა მელია არიან პოლიტიკური პატიმრები, თუმცა მათი საქმეები გადაიქცა საქართველოში არსებული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად, რაც არის ცალსახად დიდი პრობლემა იმისათვის, რომ რადიკალიზმი და პოლარიზაცია აღმოიფხვრას. ხუთპუნქტიან შეთანხმებაში ვხედავ იმას, რაც რეალურად ამ შეთანხმებაში წერია. ეს შეთანხმება შეადგინეს საქართველოს ძალიან დიდმა მეგობრებმა, რომლებიც შინაარსობრივად ზრუნავენ ქვეყნის წარმატებულ მომავალზე და კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს