ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს

სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ-სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამბობენ, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება? ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს. მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ რუსეთთან გვაქვს ერთობლივი სამხედრო ჯგუფი, საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემა კავკასიის რეგიონში და ამ შეთანხმების ლოგიკა შემდეგია: სომხეთზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას. ჩვენ აქ უსაფრთხოების საერთო სისტემა გვაქვს”, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო:ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის უსაფრთხოების სისტემა ემყარება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო