აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 298 522 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 107 ადამიანი.

პორტალ Koronavirusinfo.az-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 325 034 დოზაა გამოყენებული, ვაქცინის პირველი დოზა 879 356 ადამიანს აქვს გაკეთებული, სრულად ვაქცინირებული კი 445 678 მოქალაქეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს