ნინო ბურჯანაძე - არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა

გინდ ჩემი მეგობარი იყოს, გინდა პარტნიორი და გინდ მტერი, ვისი ამოცანაც არის მოიხსნას ზედმეტი თავის ტკივილი და საქართველოს პარლამენტში როგორმე „შეეტენოს“ ოპოზიცია, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს ეს, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ნადვილად ვერ მივიღებთ, რადგან ქვეყანა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეში ზის და პოლიტიკური დევნა გრძელდება, მანამდე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება.

„როცა ლაპარაკობენ, საარჩევნო საკითხებზე შეთანხმებულები ვართო, თამარ ჟვანიას უშვებენ? თუ ისევ ჟვანიამ უნდა ჩაატაროს არჩევნები და ყველაფერი ისევ ისე უნდა დარჩეს, როგორც არის?! პირველ რიგში, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა და ვილაპარაკოთ ვადამდელ არჩევნებზე. ოპოზიციამ თავიდანვე თქვა, რომ ამ დოკუმენტის სამ პუნქტს ეთანხმებოდა. დღესაც იგივეს ამბობს. სამი პუნქტი, რომელიც ეხებოდა არჩევნების საკითხს, საარჩევნო კოდექსს ეთანხმებოდა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმოებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლაც. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რომელიც ეხებოდა ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან რეფერენდუმის მიბმას, ამას ოპოზიცია არც მაშინ ეთანხმებოდა და არც დღეს ეთანხმება. ეს არის ჩემი არგუმენტი. ჩვენმა დასავლელმა პარტიორებმა ძალიან კარგად იციან ოპოზიციის დამოკიდებულება, არაფერი ახალი ოპოზიციას არ შემოუთავაზებია, დღის წესრიგი არ შეუცვლია და დასავლელმა პარტნიორებმა ეს იციან ძალიან კარგად. სანამ ნიკა მელია ციხეში ზის და პოლიტიკური დევნა გრძელდება, მანამდე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება. შეთანხმება ყველა საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია მიიღწეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკური დევნა დასრულდება, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლებიან და ვადამდელ არჩევნებზე მოვილაპარაკებთ. გინდ ჩემი მეგობარი იყოს, გინდ პარტნიორი და გინდ მტერი იყოს, ვისი ამოცანაც არის მოიხსნას ზედმეტი თავის ტკივილი და საქართველოს პარლამენტში როგორმე „შეეტენოს“ ოპოზიცია, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს ეს, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ნადვილად ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ქვეყანა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად. ნაწილი საქართველოსი, ვისაც უნდა იბალახებს ამ ბოსტანში და მეორე ნაწილი ამას ვერ შეეგუება. მე ჩემი ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანაც არის ეს, მაგრამ ჩემი წილიც არის ამ ქვეყანაში. ჩემი წილი ქვეყანაც არის, აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო, ამიტომ არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა. გინდ მტერმა მომიწონოს და გინდ მოყვარემ. გინდ მტერმა გამაკრიტიკოს და გინდ მოყვარემ. ხომ გვაქვს საკუთარი აზრი? როდემდე შეიძლება სხვის აზრზე იცხოვრო?- განაცხადა ბურჯანაძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“.

„ვეთანხმები აშშ-ს, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად უკეთესს იმსახურებს. ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს არჩევანის თავისუფლებას, არჩევანის ეს თავისუფლება წაგვართვა ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომ ვიბრძვით. რაც შეეხება დღევანდელ განცხადებას, მე პირადად მგონია, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ეხება“, - აცხადებს ბურჯანაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს