კობა ნაყოფია - ნიკა მელიას გათავისუფლებამდე, „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენ არანაირ შეთანხმებაზე არ წავალთ!

ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელია და სხვა პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მათ შორის, გიორგი რურუა და რიგგარეშე არჩევნები იქნება ასახული,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ „ლეიბორისტულ პარტიაში“ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნაყოფია ასევე გამოეხმაურა, პრეზიდენტის შესაძლო ჩართულობას მედიაციის პროცესში და განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი პოლიტპატიმრებს შეიწყალებს, თუმცა ეს საკითხიც კი არა პირადად პრეზიდენტის, არამედ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, რადგან პრეზიდენტს დამოუკიდებელი აზრი არ აქვს.

„აქ ოპოზიცია სრულიად ერთიანია. როგორც არასდროს ივანიშვილმა შექმნა ისეთი პირობა საქართველოში, რომ სრულიად ოპოზიცია გაერთიანებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება საქართველოში.

„ქართულმა ოცნებამ“ პირველი ნაბიჯი გადადგა ზეწოლის შედეგად და მას მოუწევს იმ ორ დარჩენილ პუნქტზეც მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც ეხება რიგგარეშე არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის პოზიცია არის ძალიან მკაფიო - ნიკა მელიას გათავისუფლებამდე, „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენ არანაირ შეთანხმებაზე არ წავალთ.

რაც შეეხება პრეზიდენტს, ვერ ვილაპარაკებ მის როლზე, იმიტომ, რომ მისი როლი პირველი დღიდან გაურკვეველია დღემდე. პოლიტპატიმრების ნაწილზე მას შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს და დაველოდოთ. თუ მიიღებს, კარგი იქნება, მაგრამ ესეც არ მგონია მასზე იყოს დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებაზე“ - პრეზიდენტს დამოუკიდებელი აზრი არ გააჩნია,“- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით