ექიმთა ალიანსის პროფკავშირი - ალექსეი ნავალნის შესაძლოა თირკმლის უკმარისობა დაემართოს, ეს გამოიწვევს მწვავე პათოლოგიას და შეიძლება გულის გაჩერება მოხდეს

პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება და მისი მხედველობაც უარესდება, - ამის შესახებ ექიმთა ალიანსის პროფკავშირმა განაცხადა, რომლის წარმომადგენლებსაც რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციის აქტივისტებად თვლის.

”მისი მდგომარეობა ნამდვილად კრიტიკულია. ჩვენ ვნახეთ ანალიზები და ისინი ძალიან, ძალიან ცუდია”, - განუცხადა Reuters- ს ექიმთა ალიანსის პროფკავშირების წარმომადგენელმა ალექსანდრა ზახაროვამ.

მისი თქმით, ანალიზების პასუხები ნავალნის ადვოკატების საშუალებით მოიპოვეს.

"კალიუმის დონე და სხვა მაჩვენებლებიც მაღალია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა მას მალე თირკმლის უკმარისობა დაემართოს. ეს გამოიწვევს მწვავე პათოლოგიას და შეიძლება მოხდეს გულის გაჩერება," - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ, ციხეში საკუთარი ექიმის შეშვების მოთხოვნით, შიმშილობა მარტის ბოლოს დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო