ქართული წარმატების ისტორია - „პალიტრა“ 26 წლის გახდა

ქართული წარმატების ისტორია, რომელიც 26 წლის წინ დაიწყო, თამამად შეიძლება შევიდეს ბიზნეს სახელმძღვანელოებში. ერთი გაზეთით დაწყებული საქმიდან უმსხვილეს მედიაჰოლდინგამდე, რომელიც 6 მსხვილ ინდუსტრიას და 20-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს.

ზუსტად 26 წლის წინ, 1995 წლის 18 აპრილს, გაზეთ „კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი გამოვიდა. მალევე „კვირის პალიტრა“ იქცა ყველაზე მაღალტირაჟიან და გავლენიან გამოცემად და ამ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს. ამის ფუნდამენტი იყო პრინციპები, რომელსაც „პალიტრა“ ყოველთვის იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს - ობიექტურობა, სანდოობა, აქტუალურობა და მრავალფეროვნება.

პირველ წარმატებას საქმიანობის გაფართოება მოჰყვა - „კვირის პალიტრის“ გარდა, წარმატებით დაიწყო სხვადასხვა გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემა, მოგვიანებით კი ონლაინ მედიის განვითარება. ამ დროისთვის „პალიტრა“ ფლობს 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებას, რომლებიც უპირობო ლიდერები არიან თავიანთ სეგმენტში. ასევე, ჰოლდინგი ფლობს რადიოს და ტელევიზიასაც.

„პალიტრამ“ ბიზნესი სხვა მიმართულებებითაც განავითარა. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის - საგამომცემლო სახლი „პალიტრა L“, წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“, რამდენიმე სტამბა, ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხანა, წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU და სხვა. რაც მთავარია, გამსხვილებას და განვითარებას შეუქცევადი ხასიათი აქვს.

შესაბამისად, „პალიტრამედია“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - ამ დროისთვის ჰოლდინგში 3000-მდე ადამიანი მუშაობს და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.

ობიექტურობა და განვითარებისკენ სწრაფვა არის მთავარი ფუნდამენტი იმ 26-წლიანი წარმატების ისტორიისა, რომელსაც „პალიტრა“ ჰქვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს