სასამართლო „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 12:00 საათზე ჩაინიშნა და სხდომა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.

ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, ნიკოლოზ წურწუმია 236-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ადვოკატის განმარტებით, წურწუმიას ბრალად ედება ორი ან ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდება.

ცნობისთვის, თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს 16 აპრილს ერთი პირი - ნიკოლოზ წურწუმია თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს