ნათია თურნავა - ამერიკელმა ინვესტორებმა შექმნეს ფონდი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც ჩვენს მიერ შერჩეული სტარტაპების თანადაფინანსება მოხდება

ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და TECH Friends of Georgia - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს გამოავლენს. რომლებშიც TECH Friends of Georgia 500,000 აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.

„ჩვენი პოლიტიკა მიმართულია სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისკენ. პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც განავითარეს არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი, რომელთაც ყურადღება მიიპყრეს არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, სილიკონ ველიზე. ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 4 ამერიკელ ინვესტორს შორის. ესაა ვენჩურული ფონდები, რომლებიც საქმიანობენ სილიკონ ველიზე. მათ ერთობლივად შექნეს ფონდი 500,000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც მოხდება ჩვენს მიერ შერჩეული სტარტაპების თანადაფინანსება. მათი შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები სილიკონ ველიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ.

უწყების ინფორმაციით, მემორანდუმზე ხელმოწერა აშშ - ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გამართულ ონლაინ ფორმატში გაიმართა.

ხელმოწერამდე მოხსენებები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ - ის სენატორმა მინესოტადან 2003 – 09 წლებში ნორმ კოულმანმა (Norm Coleman) - მა. ღონისძიებას საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე უძღვებოდა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმის თანახმად, საქართველოს სტარტაპ - ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოსა და კალიფორნიის სტარტაპ ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეები თანხმდებიან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ორგანიზება სხვადასხვა აქტივობებს გაუწიონ. რაც ქართული სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომს გახდის საჭირო რესურსებსა და ფინანსებზე წვდომას, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო