გერმანიის ელჩი - ყველა ძალამ, რომელსაც სურს შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა

ყველა ძალამ, რომელსაც სურს შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ.

"მოხარული ვარ, რომ "ქართული ოცნება" დაეთანხმა დანიელსონის გეგმას. გეგმის ცალკეული პუნქტები კარგ ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის. ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ. ყველა ძალამ, რომელსაც სურს შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა", - ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელსაც თბილისში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: ყველა ძალამ, რომელსაც სურს შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა - გერმანიის ელჩი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო