ამირან გამყრელიძე - "სინოფარმით" ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება.

„ოდნავ შემიძლია გითხრათ, რომ არის დინამიკა ზრდის, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ჩვენ გვინდა. ამიტომ მოწოდებები უნდა იყოს სულ, რომ დღეს არის საშუალება 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა “ასტრაზენეკათი” და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას.

ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური "სინოფარმით" აცრები. დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო