უმრავლესობიდან 6 დეპუტატის გასვლის გამო, კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ხელახლა განისაზღვრება

პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ხელახლა განისაზღვრება.

აღნიშნულ საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 19 აპრილის სხდომაზე იმსჯელებს.

საქმე ფრაქცია “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან ექვსი დეპუტატის გასვლას ეხება, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აპირებენ. უმრავლესობიდან ოპოზიციაში მათ გადასვლამ გარკვეული პროცედურული ცვლილებები გამოიწვია. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, ხვალინდელ სხდომაზე, მათთვის კომიტეტებში კვოტების მიცემაზე იმსჯელებს.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან და ფრაქცია “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდში გადასული ექვსი დეპუტატიდან, სამი: გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია და ბექა ლილუაშვილი საპარლამენტო თანამდებობის პირი იყო. სამივეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა, რაც ფრაქციიდან გასვლის შედეგად, ავტომატურად დაკარგეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა