„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

შეხვედრა 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა უცნობია, რა მიზეზით მოხდა შეხვედრის განრიგში ცვლილება.

ცნობილია, რომ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება.

17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს