ამირან გამყრელიძე შეზღუდვების დაწესებაზე - მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, გაუარესდება თუ არა ეპიდსიტუაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 14 ათასამდე დოზა ჯერ კიდევ გამოუყენებელია.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზები საკმარისია.

„ფაიზერის“ პირველი დოზა მორჩა და 21 აპრილიდან მეორე დოზის გაკეთება იწყება. „ასტრაზენეკაზე“ კიდევ გვაქვს დამატებით, დაახლოებით 14 ათასამდე დოზა ჯერ კიდევ გამოუყენებელი. ჯერ ხალხი ჩაწერილი არ არის. ვგულისხმობ იმას, რომ ვინც აიცრა და ვინც ჩაწერილია აცრაზე, კიდევ არის 14 ათასი დოზა, ამიტომ, 55 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მიბრძანდნენ იმ დაწესებულებებში, სადაც „ასტრაზენეკათ“ ვაქცინაცია ტარდება და აიცრან. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, გადაწყვეტილებაა მიღებული და 27 აპრილიდან გაიხსნება რეგისტრაცია „სინოფარმის“ ვაქცინაზე და ამ ვაქცინით უკვე 18 წლის ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყება.

„ფაიზერის“ პირველი დოზა სრულად არის ათვისებული და მეორე დოზაზეც ჩაწერილია ყველა, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. ჯერჯერობით სრულად არ არის ათვისებული „ასტრაზენეკა“. მოგეხსენებათ, ასაკობრივი შეზღუდვა დავაწესეთ, მხოლოდ 55 წელს ზემოთ ადამიანებს შეუძლიათ მობრძანდნენ და აიცრან. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, იქ იქნება 18 წლის ზემოთ, ანუ საყოველთაო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ წინასააღდგომოდ და შემდგომ პერიოდში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა რეგულაცია და დღესასწაული მოკრძალებულად უნდა აღინიშნოს.

„ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ წინასააღდგომოდ და აღდგომის შემდგომი პერიოდი, რაც შეიძლება მოკრძალებულად უნდა ჩავატაროთ, ანუ ყველა რეკომენდაციის დაცვით“,-განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესება, ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

„ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, გაუარესდება თუ არა ეპიდსიტუაცია“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო