ზაალ უდუმაშვილი - დღეს გავიგებთ, დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან წინადადებები, რომელზეც შეიძლება საუბარი და რაიმე შეთანხმების მიღწევა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე შეიტყობენ დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის წინადადებები , რომელზეც შეიძლება საუბარი, განხილვა და რაიმე შეთანხმების მიღწევა.

მისივე თქმით, მათთვის მთავარ საკითხად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რჩება.

"დღეს ჩვენ გავიგებთ, რა შეიცვალა მათ მიდგომებში, დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის წინადადებები, რომელზეც შეიძლებ საუბარი, განხილვა და რაიმე შეთანხმებამდე მიღწევა. ჩვენი ამოსავალი არის პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებზე დიალოგის გახსნა. ეს არის ის ორი მთავარი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმების საგანი. ასევე, ის სამი საკითხიც, რომელიც გარკვეულწილად არის შეთანხმების საგანი.

მედიატორები იქნებიან ელჩები, მათ ექნებათ ალბათ კონკრეტული წინადადებები მომზადებული, თუ როგორ ხედავენ ამ კონკრეტული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებს" , - განაცხადა უდუმაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

ცნობილია, რომ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება.

17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო