სერგო ჩიხლაძე "სინოფარმზე" - მისი ხარისხი საეჭვოა არა იმიტომ, რომ ცუდია, არამედ იმიტომ, რომ მონაცემები არა გვაქვს

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, 4 მაისიდან ჩინური “სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ნორმალური ვაქცინების შემოტანა არ შეუძლია და რაც შეძლეს, ის შემოიტანეს.

“აღნიშნულ ვაქცინას არ გაუვლია არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და არც რომელიმე წამყვანი ქვეყნის მარეგულირებლის ავტორიზაცია. აქედან გამომდინარე, მისი ხარისხი საეჭვოა არა იმიტომ, რომ ცუდია, არამედ იმიტომ, რომ მონაცემები არა გვაქვს. ვერ წარმოადგინეს მესამე დონის კვლევების მონაცემები, მტკიცებულებები, თუ რამდენად ეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ის ვიცით, რომ ეფექტურია და არც ის ვიცით, რომ არაეფექტურია. არსებობს სხვადასხვა კვლევები ბრაზილიიდან, თურქეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, რომ აღნიშნული ვაქცინის ეფექტურობა 50%-დან 70%-მდე მერყეობს, რაც არსებულ ვაქცინებთან შედარებით ძალიან დაბალია“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა