მეუფე იაკობი - თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება

თუ უფალი ინებებს არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გაუნათლებელი და „ვითომ პოლიტიკოსების“ გამო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას.

„ამ პოლიტიკოსებმა საშინელი დანაშაული ჩაიდინეს, როცა შემოდგომაზე ჩაატარეს ჩვენთან არჩევნები. ამას სიკვდილიანობა მოჰყვა. წარმოიდგინეთ, ბათუმში რა უდიდესი შეცდომა იყო, კარვებში აცრების ჩატარება?! რა მივიღეთ?!

ახლა პარლამენტი, არავის არ უნდა. ზოგი იძახის, შევალ. ზოგი იძახის, არ შევალ. კარვებით რამეს დაამარცხებ?! მსოფლიო გეუბნება - თუ გინდა ჩვენთან ურთიერთობა, პარლამენტის წესით მოახდინეთ ცვლილებები.

კეთილი ინებეთ და საქართველოს რაც სჭირდება ის გააკეთეთ! შედით კანონებიც მიიღეთ და ცვლილებანიც! თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება. ჩვენი მტრების საქმეს ნუ აკეთებთ! რამდენი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ამ გაუნათლებელი და ვითომ პოლიტიკოსების გამო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება
პირველად საქართველოში: „შატო მუხრანი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილს იკავებს