სერგო ჩიხლაძე - მოლაპარაკებებზე გარკვეული ოპტიმიზმით მივდივართ - ორი საკითხის გადასაწყვეტად, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ვადამდელ არჩევნებამდე ყველასთვის მისაღები გზით მივიდეთ

მოლაპარაკებებზე გარკვეული ოპტიმიზმით მივდივართ - მივდივართ ორი საკითხის გადასაწყვეტად, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ვადამდელ არჩევნებამდე ყველასთვის მისაღები გზით მივიდეთ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, “ქართული ოცნება“ ახლა იმ პოზიციაში არ არის, რომ „წითელ ხაზებზე“ ისაუბროს, რასაც ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ადასტურებს.

“ორი კვირის წინ “ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებს საერთოდ აზრი არა აქვს. ახლა შედარებით სხვა პოზიციაზე არიან. ასევე კარგია, რომ სამ პუნქტთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება. გადასაწყვეტია ორი პუნქტი - პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ და ვადამდელი არჩევნების თემა. ეს ორი საკითხია მოლაპარაკების თემა“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა