„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა კიდევ ერთხელ, 19:00 საათამდე გადაიდო

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა კიდევ ერთხელ, 19:00 საათამდე გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს. უცნობია, რა მიზეზით მოხდა ჩანიშნული შეხვედრის კიდევ ორი საათით გადადება.

შეხვედრა თავდაპირველად 14:00 საათზე დაანონსდა, შემდეგ კი 17:00 საათამდე გადაიწია.

ცნობილია, რომ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის პრესსპიკერი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.

ამასთან, როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე