ხათუნა სამნიძე - ერთადერთი, რაზეც კომპრომისი წარმოუდგენელია, არის პატიმრების თემა, სხვა ყველა პუნქტზე ორივე მხარეს შეგვიძლია კომპრომისზე ვისაუბროთ

ერთადერთი საკითხი, რაზეც კომპრომისზე საუბარი წარმოუდგენელია, ეს არის პატიმრების თემა, სხვა ყველა პუნქტზე ორივე მხარეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომპრომისებზე ვისაუბროთ, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რითაც მან უპასუხა კითხვას, რამდენად იქნება მათთვის მისაღები ხელისუფლების წინადადება, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებზე "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 40%-ს არ გადააჭარბებს.

სამნიძის თქმით, დოკუმენტში, რომელიც ბოლო რაუნდზე დაიდო, შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს.

ამასთან, სამნიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებიდან გამომდინარე, არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე საუბრის შესაძლებლობა არსებობს და ასევე აქვს მოლოდინი, რომ უფრო მკაფიოდ იქნება განსაზღვრული გზა, თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები.

„ბოლო რაუნდის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ნათელი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებდნენ თანამშრომლობას როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან და მთელი ამ ხნის მანძილზე გრძელდებოდა კომუნიკაცია. ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი პარტნიორები იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივსულიყავით. დღევანდელი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მოლოდინი არის, რომ ორივე მხარე მზად ვართ კომპრომისებისთვის და ვხედავთ, რა დევს სასწორზე - ეს არის ქვეყნის ბედი და მომავალი პირველ რიგში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ის, რასაც ელოდება ჩვენი საზოგადოება - ეს საკითხი გადაწყდება და ორივე მხარე შეძლებს, გამონახოს საერთო ენა და დათმობებით მივიდეს შეთანხმებამდე. ამას ელოდებიან ჩვენი პარტნიორებიც. ევროპა და ამერიკა არის ჩვენი მეგობარი, მათი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას. ამიტომ ჩემი მოლოდინიც არის და ყველა რაუნდის წინ მე ვიყავი პოზიტიურად განწყობილი და იქვე ვამატებდი, რომ ეს იქნება ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის დასასრული. მე ვფიქრობ, კიდევ ერთი შანსია, რომ დღეს შევძლოთ შეთანხმება. ცვლილებები მოსალოდნელია იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლო მოლაპარაკების რაუნდზე დაიდო, რაზეც ვერ შევთანხმდით ვერც ერთი მხარე. არც ოპოზიცია იყო მზად ხელი მოეწერა ასეთი დოკუმენტისთვის, არც ხელისუფლება. დღეს უკვე გვესმის და ვიცით, რომ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე არის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ „ქართული ოცნების“ განცხადებიდან გამომდინარე და ასევე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორების ასეთი ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ უფრო მკაფიოდ იქნება განსაზღვრული გზა, თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ნებისმიერ პუნქტზე ცალკეული საუბარი არ წაადგება მოლაპარაკების პროცესს. ჩვენ ვლაპარაკობთ პაკეტზე, რომელიც იქნება შემოთავაზებული ჩვენი მედიატორების მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი შეთანხმების შესაძლებლობაზე. ერთადერთი საკითხი, რაზეც კომპრომისზე საუბარი რთულია, წარმოუდგენელია, ეს არის პატიმრების თემა, სხვა ყველა პუნქტზე ორივე მხარეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომპრომისებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამასთან, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ისინი მზად არიან, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-იან მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნების საკითხი განიხილონ.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა