ალეკო ელისაშვილი - ქვეყანა და ხალხი თუ ვინმეს ადარდებს, კრიზისი უნდა დავასრულოთ, თუ არ ადარდებთ, ჰქონდეთ ეს "ბასტი-ბუბუ"

ქვეყანა და ხალხი თუ ვინმეს ადარდებს, ეს კრიზისი უნდა დავასრულოთ, თუ არ ადარდებთ და ჰქონდეთ ეს "ბასტი-ბუბუ", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის წინ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების რეფორმის გაუმჯობესება.

"დოკუმენტში რა ცვლილებები იქნება არ ვიცი, იმ დოკუმენტში რაც ეწერა არ იყო ცუდი მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო წინსვლა თუ იქნება და კიდევ უფრო გაუმჯობესება მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმის კუთხით, ამას რა ჯობია. ბევრი შესწორება შეიძლება შევიდეს იმისთვის, რომ მართლმსაჯულება გახდეს სანდო, მართლმსაჯულების სისტემას ვენდობოდეთ და ყოველ ჯერზე არ ვლაპარაკობდეთ ეს გამოუშვით და ის გამოუშვით, სისტემა უნდა გამორიცხავდეს ასეთ რამეს. მე ვიცი, ერთი რამ, რომ ქვეყანა და ხალხი თუ ვინმეს ადარდებს, ეს კრიზისი უნდა დავასრულოთ, თუ არ ადარდებთ და ჰქონდეთ ეს "ბასტი-ბუბუ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის