ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტპატიმრების პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ხელახალ არჩევნებზე მისასვლელი გზა - თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გაწერილი, არ მოვაწერ ხელს

იმედი მაქვს, რომ ახალი ტექსტი იქნება, - ამის შესახებ, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ახალი ტექსტი იქნება წარმოდგენილი.

„რა ტექსტი იქნება ინფორმაცია არ მაქვს, წარმოდგენა არ მაქვს, არ მგონია, რომ ხუთივე პუნქტში იყოს რამე ცვლილებები. ზოგადად იმედი მაქვს, რომ ახალი ტექსტი იქნება და იგივე ტექსტი არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე იყო. რაღაც ალბათობაც არსებობს, რომ იგივე ტექსტი მოიტანონ.

ორი საკითხი იყო - პოლიტპატიმრების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის, ასევე ხელახალ არჩევნებზე მისასვლელი გზა. თუ რამე ცვლილებები იქნება ამ ორ პუნქტში უნდა იყოს ცვლილება, რომ ოპოზიცია დასთანხმდეს. პირობა, რაც მედიატორებს ვუთხარი ნიკა მელიას გათავისუფლების, პირველ რიგში მისაღები უნდა იყოს თავად მელიასთვის. ეს პუნქტები წინაზე, როგორც იყო გაშლილი დოკუმენტში არ იყო მისაღები. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გაწერილი, მაშინ არ მოვაწერ ხელს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა