აკაკი მინაშვილი - მთავარი არ არის ტკივილგამაყუჩებელი გამოვიყენოთ, რომ ტკივილი დავიწყნაროთ, მთავარია პრობლემა განვკურნოთ, რასაც სჭირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნები

მთავარი არ არის ტკივილგამაყუჩებელი გამოვიყენოთ და ტკივილი დავიწყნაროთ, მთავარია, განვკურნოთ პრობლემა, რაც ქვეყანაშია - ამ განკურნებას სჭირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნები, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყების წინ, პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა გააკეთა.

“ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები და ამას ვუყურებ გზად, რათა ქვეყანა რთული ვითარებიდან გამოვიდეს“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებები განახლდა.

დიალოგის პროცესში ჩართული არიან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა