ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდებიან

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს ხვდებიან. შეხვედრასთან დაკავშირებით ვიდეომასალას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

შეხვედრაზე იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩის", "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "რესპუბლიკელების" ლიდერები, ასევე "ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში არ მისულან "ქართული ოცნების" ლიდერები.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში დილიდან იმყოფებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 14:00 საათისთვის იყო დაანონსებული, რომელიც მედიისთვის უცნობი მიზეზების გამო, რამდენჯერმე გადაიდო. მოგვიანებით, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს დოკუმენტს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი გუნდის მხრიდან, ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს