მედიატორების დოკუმენტით, პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, პოლიტპატიმრებად აღქმული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ.

უფრო კონკრეტულად, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მედიატორის მიერ მომზადებულ ახალ დოკუმენტში არსებული ჩანაწერი ასეთია:

„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვისა და ამ შეთანხმების შესრულებისთვის, ხელისმომწერები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში მიმართავენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებს, ამნისტიის ან/და იმგვარი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც იმავე შედეგს გამოიღებს“, - ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას დღეს გადაეცა.

დოკუმენტის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს