ხათუნა სამნიძე - ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი

ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი, - ამის შესახებ „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ მედიატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტში არჩევნებამდე მისასვლელი კომპრომისული გზა არის შემოთავაზებული.

„დოკუმენტში არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი არის კომპრომისული ვერსია - თუ "ქართული ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნების დროს, ის იღებს ვალდებულებას, რომ 2022 წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები. ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია. ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ლიდერები არ იყვნენ პატიმრობაში და იყვნენ თავისუფლები და წარმართონ საარჩევნო პროცესი“, - განაცხადა სამნიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები