დავით ბაქრაძე - ადგილობრივ არჩევნებზე ბმა არ არის  საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, მაგრამ კატასტროფად მიმაჩნია ოპოზიცია დაუპირისპირდეს დასავლეთს

შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა - ორივე ადამიანი ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს დოკუმენტზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, - ამის შესახებ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების ბმა ადგილობრივ არჩევნებზე არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი დევს.

„დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს და პირველ რიგში, ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარია მკაფიოდ ორი ადამიანის გამოშვებაზე. საუბარია მკაფიო ვადებსა და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა - ორივე ადამიანი: ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ ბმა ადგილობრივ არჩევნებზე არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად. მე გეტყვით გულწრფელად, ახლაც მიმაჩნია, რომ 43% არის ალოგიკური რიცხვი, სრულად ლოგიკური იქნებოდა 48 პროცენტი, რომელიც „ოცნებამ“ აიღო არჩევნებზე, მაგრამ სრულად მესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი და კომპრომისს ხანდახან მოაქვს ალოგიკური და თუნდაც, მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც. ამიტომ ჩემთვის ამ დოკუმენტში პრობლემურია სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი. ამ ქვეყნის მომავლისთვის სრულიად კატასტროფად მიმაჩნია, ისევე როგორც ოპოზიციის სამომავლო წარმატებული ბრძოლისთვის, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია დაუპირისპირდეს დასავლეთს და პროდასავლური ნიშა მთლიანად დაიკავოს აბსოლუტურად არადასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენი მომავალი წარმატებისა და ოპოზიციის მომავალი გამარჯვებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ დასავლეთის მხარდაჭერას და დასავლეთის პოზიციას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ შეხვედრაზე არ მისულან, ბაქრაძემ აღნიშნულს ხელისუფლების მხრიდან „დიდი უპასუხისმგებლობის“ გამოჩენა უწოდა. „როცა ქვეყნის ბედი და მომავალი წყდება, მმართველი პარტიის მხრიდან შეთანხმებულ მოლაპარაკებებზე არ მოსვლა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ხალხის დამოკიდებულებას საქართველოს მომავლის მიმართ, დამოკიდებულებას პრობლემებისა და მთელი ამ პროცესის მიმართ, მათ შორის ადასტურებს დამოკიდებულებას იმ დოკუმენტის მიმართ, რომელიც დაიდო მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს იყო დიდი უპასუხისმგებლობისა და უპატივცემულობის გამოვლენა მთლიანად მოლაპარაკების პროცესის და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მიმართ“,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, ის დოკუმენტის შესახებ იფიქრებს და გადაწყვეტილებას პარტიებთან ერთად ლოგიკურ ვადაში იტყვის.

„მე ამ დოკუმენტს განვიხილავ სერიოზულად. ვერ გამოვრიცხავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს, აქაც არ გამოცხადდნენ. მით უარესი მათთვის, ვინაიდან დღევანდელი დღეც და მითუმეტეს, დოკუმენტზე ხელის არმოწერა კიდევ ერთხელ გამოაჩენს, რომ ამ ადამიანებს არ აწუხებთ არც პროლემები, არც ქვეყანა და არც დასავლეთთან ურთიერთობა. მათთვის ერთადერი მიზანია, რომ სავარძლები შეინარჩუნონ ისე, რომ არანაირი ბზარი არ დაემუქროს მათ მმართველობას. კონკრეტული ვადა არ ყოფილა შეთანხმებული, როდის უნდა დაბრუნდნენ მომლაპარაკებლები კონკრეტული წინადადებებით. ვადა დღეს არ თქმულა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ ხვალ, ზეგ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით საბოლოო მსჯელობისთვის“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს