გიგა ბოკერია - მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ეს ერთი საკითხია გამოსასწორებელი დოკუმენტში და ავტომატურად მისაღები გახდება

მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხი არის გამოსასწორებელი დოკუმენტში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას განმარტებით, დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით, პროგრესია. საკვანძო საკითხში, რაც პოლიტპატიმრებს უკავშირდება მკაფიოდ არის მოცემული, თუმცა ვადამდელ არჩენვებთან დაკავშირებით მოცემული ვარიანტი მისაღები არ არის.

„ძალიან კარგი პროგრესია ამ დოკუმენტში რაც ვნახეთ, იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით. საკვანძო საკითხში, პოლიტპატიმრებზე მკაფიოა ორივე მთავარ პიროვნებასთან დაკავშირებით, ნიკა მელიასა და გიორგი რურუაზეა საუბარი, რომ ერთი და იგივე შედეგით სწრაფად, უნდა გადაწყდეს მათი გათავისუფლების საკითხი. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია. ძალიან კარგია, რომ ამ დოკუმენტში მოცემულია.

ასევე ძალიან კარგია, რომ წინა დოკუმენტისგან განსხვავებით, გვაქვს მკაფიოდ საუბარი ვადამდელ არჩევნებზე. მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხი არის გამოსასწორებელი დოკუმენტში, მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად.

ამასთან, აქ, ამ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის გარემოცვის - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საერთოდ არ მოვიდნენ შეხვედრაზე. ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ შეხვედრა იყო დანიშნული ასეთ მნიშვნელოვან საკთხზე და ხალხი, ვისაც მთავრობა, ამ ქვეყნის ბედი აბარია, არ გამოცხადდა, კომენტარს არ აკეთებენ. გვითხრან, რატომ არ მოვიდნენ, რატომ არ სცეს პატივი საკუთარ მოქალაქეებს, მე დიპლომატებზე არ ვლაპარაკობ", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, წინადადებაზე პოლიტიკურ გუნდთან, მათ შორის პოლიტსაბჭოს ყველა წევრთან, ხვალ ექნებათ კონსულტაცია.

"მათ მოსაზრებას მოვისმენ. ეს ვარიანტი არ არის მისაღები, ვადამდელ არჩევანთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა