ზურაბ ჯაფარიძე - დოკუმენტი ცალსახად უკეთესია, ვიდრე წინა იყო, ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს - ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში, გადაწყვეტილება არ მაქვს

დოკუმენტი არის ცალსახად უკეთესი, ვიდრე წინა დოკუმენტი იყო - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბევრად უფრო გასაგები მექანიზმია ჩადებული. ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს, - ამის შესახებ "გირჩი -მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას.

„არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა, არც ამაზე მჯერა, თუმცა, აქ კარგი ის არის, რომ პოლიტიპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი არის უფრო კარგად გაწერილი. ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს, ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო მოსაფიქრებლად და მათ შორის იმისთვის, რომ ერმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. რასაც ვაპირებ არის ის, რომ წავიდე, პარტიაში მქონდეს კონსულტაციები, ამის შემდეგ სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ეს რამდენიმე დღის ამბავია სავარაუდოდ, მერე შეიძლება აქ გვქონდეს კიდევ ერთიანი შეხვედრა თუ „ქართული ოცნება“ გამოჩნდა, რადგან დღეს იცით, რომ საერთოდ არ მოვიდნენ. "ოცნება" ხელს მოაწერს თუ არა მაგაზე არ არის დამოკიდებული ჩემი ხელმოწერა, ეგ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მე თვითონ მაქვს პრინციპული გადაწყვეტილება მისაღები. არცერთ პარტიას არ აქვს მნიშვნელობა, მე უნდა გადავწყვიტო და ჩემმა პარტიამ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ამ დოკუმენტით, კრიზისი ვერ განიმუხტება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ქვეყანას მომავალი არ ექნება აშშ-ის და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტიდან მნიშვნელოვანი წინსვლა არის პოლიტპატიმრების ნაწილში, რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ჩამოთვლილი საკითხები ვერ უზრუნველყოფს ვერც მართლმსაჯულების რეალურ რეფორმირებას, ვერც საარჩევნო რეფორმა უზრუნველყოფს „კარგ არჩევნებს“.

„მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, მე არ მჯერა ასევე, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს ამერიკის და ევროკავშირის მხარდაჭერის, განსაკუთრებით ამერიკის მხარდაჭერის გარეშე და დღეს ნახეთ განცხადება, რომელიც არის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხელმოწერილი. თუ რამეს ჩემთვის წონა აქვს, წონა აქვს ამას, თორემ ისე ეს დოკუმენტი არ არის არაფერი ჩემის აზრით. არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების ნაწილს, ამ ნაწილში მართლა მნიშვნელოვანი წინსვლაა, ამის მიღმა რაც არის, არაფრის არ მჯერა. პოლიტპატიმრების გარდა რა პუნქტებიც არის, არც იმის მჯერა, რომ ამ პუნქტებით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება მოხდება და მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში ეშველება, არც იმის მჯერა, რომ არჩევნების ნაწილში რაც წერია, ამით საარჩევნო სისტემა ისეთი გამართული გახდება, რომ კარგ არჩევნებს ჩავატარებთ და ის ბოლო პუნქტი საერთოდ, რაც ძალაუფლების განაწილებას ეხება, რომ კომიტეტების თავმჯდომარეები გახდებიან ოპოზიციის წევრები, ეგ ჩემის აზრით, საერთოდ არაფერი არ არის. არაფრის არ მჯერა მაგის იქით რაც წერია, პოლიტპატიმრების ნაწილი არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდა და მექანიზმები გაიწერა, დანარჩენი რა წარმოდგენაც მქონდა, იგივე წარმოდგენა მაქვს დოკუმენტის დანარჩენ ნაწილზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო