ევროკავშირის წარმომადგენლობა შარლ მიშელის საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველის, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების პოლიტიკურ პარტიებთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის მედიატორობით გამართული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, პრეზიდენტ მიშელის საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველი საიმონ მორდიუ, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, ახალი წინადადებები პარტიებს უკვე გადასცეს. მისი ინფორმაციით, პარტიებმა წინადადებების გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვეს.

მედიატორების დოკუმენტით, პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ. ასევე, შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს.

დოკუმენტის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე შეგიძლია ნახოთ ბმულზე:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო