ვიოლა ფონ კრამონი - იმედი მაქვს, შარლ მიშელის სამართლიან და საბოლოო წინადადებას ყველა მხარე მიიღებს - საქართველოსთვის კომპრომისზე წასვლა სიძლიერეა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად მაინც გაიზიარებენ მას მხარეები.

„ალბათ, მესამე ცდა წარმატებული იქნება. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის სამართლიან, ძლიერ და საბოლოო წინადადებას ყველა მხარე მიიღებს. საქართველოსთვის კომპრომისზე წასვლა სიძლიერეა. ქართველები იმსახურებენ, რომ მთელი პარლამენტი მათთვის მუშაობდეს“, - წერს ფონ კრამონი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს. მედიატორების დოკუმენტით, პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ. ასევე, შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წინადადების სრული ვერსია ინგლისურ ენაზე ნახეთ ბმულზე:

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები