რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება

19 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში 17 აპრილს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეკრება 15:00 საათზე დაიწყება.

მისივე თქმით, ეს იქნება ერთგვარი პრელუდია 15 მაისის აქციისთვის, რომ მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.

„ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, სავარაუდოდ, მსჯელობის საგანი იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული ახალი დოკუმენტი, რომელზეც ოპოზიციური პარტიები პოზიციებს შეაჯერებენ.

იხილეთ ვიდეო:რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს