„გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ

პარტია „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 13:00 საათისთვის გეგმავენ მისვლას.

ამასთან, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში „უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ“.

ცნობისთვის, „გირჩი“ პარლამენტში გარკვეული მოთხოვნების სანაცლოდ შესვლას აპირებს. ამასთან, პარტიის განმარტებით, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

„თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს; იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს);პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას“, - აცხადებენ „გირჩში“.

იხილეთ ვიდეო:"გირჩის" წევრები დღეს პარლამენტში მისვლას გეგმავენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა