დავით ჭიჭინაძე - დღეს ვინც ხელს აწერს, ყველა პირდაპირ „ქართულ  ოცნებაში“ შესასვლელად ემზადება

დღეს ვინც ხელს აწერს, ყველა პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესასვლელად ემზადება, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როდესაც ნიკა მელია ციხეშია, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია არ უნდა დაჯდეს. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, უხერხულია ისიც, რომ გახარია უფრო მაღალი ზნეობის ადამიანი გამოდის, რადგან მან ხელი არ მოაწერა „უმსგავსო დაჭერას“.

„მოკლედ, როდესაც ნიკა მელია ციხეშია, „ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე არ უნდა დაჯდე! მითუმეტეს, რომ ყველა მოლაპარაკების წინ ოპოზიციის ლიდერს კრიმინალს ეძახიან და არა პოლიტიკოსს!

გახარია უკვე ემზადება ამ პარლამენტის დასაშლელად, თან დარწმუნებული ვარ ამის გეგმაც უკვე გაწერილია და შეთანხმებულიც „პირველ“ პირთან. ადგილობრივი არჩევნებიც ხომ სწორედ იმისთვის სჭირდება, რომ გახარიამ შექმნას სტრუქტურა. ყველაზე მძიმე კი ის არის, ნიკა მელიას გამოყვანას ამნისტიით რომ აპირებენ ანუ, მას და 20-21 ივნისის დამნაშვეებს საერთო ამნისტია უნდა შეეხოთ.

ადამიანის, ვინც თავს დამნაშავედ არ თვლის და ღირსებისთვის, ჯანმრთელობის ფასად ზის ღირსეულად და რაც მთავარია, ადამიანი, ვისმა დაჭერამაც დაგვაბრუნა მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში! ასე კი, იმ მოცმულობაში ვბრუნდებით უკან, როცა არც არავის აინტერესებდა რაზე საუბრობდა ოპოზიცია.

მაშინ გადაიხდიდა მელია თავიდანვე ამ გირაოს და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მაინც არ იჯდებოდა ოთხ კედელში“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო