19-20 აპრილს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია გაიმართება

19-20 აპრილს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სესიის ფარგლებში, 19 აპრილს ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს.

მათივე ინფორმაციით, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის - „ცხოვრების ხარისხი, გამართული ჯანდაცვის სისტემა და მდგრადი საპენსიო რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ თანაავტორია საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი შალვა პაპუაშვილი.

უწყების ცნობით, 20 აპრილს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესიის ოფიციალური გახსნითი ნაწილია დაგეგმილი, რომელზეც სესიის დელეგატებს სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები.

„პლენარული სესიის განხილვის მთავარი თემა იქნება „პოსტ-კოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“, რომელზეც საქართველოს მხრიდან მოხსენებას გააკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. მთავარ თემაზე სპიკერების გამოსვლის შემდეგ გაიმართება დებატები ასამბლეის წევრების მონაწილეობით.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილება, რომელიც ევროპარლამენტის 60 წევრის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან - 10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. პლენარული სესია იმართება ყოველწლიურად მონაცვლეობით ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთ-ერთ დედაქალაქში.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს, საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა